Wednesday, August 4, 2010

საკათედრო ტაძარი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის დიდ სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელიც ზოგიერთი მეცნიერ-მკვლევარის აზრით, განეკუთვნება VI-IX სს-ს . ზოგიერთი მეცნიერ-მკვლევარის აზრით მიჩნეულია, დმანისის კათედრა და დაარსებულია V საუკუნის მიწურულსა და VI საუკუნის დასაწყისში.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შუა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნეგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი XIIIს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.
დმანისის სიონი
დმანისის სიონი და მისი ნაქალაქარი აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ მთიანეთის მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან მდებარეობს: იგი ისტორიული მატიანეა შუა საუკუნის ბრინჯაოს ხანისა და ქვის ხანის. IX-X საუკუნეებში დმანისი იყო ყევალაზე განვითარებული, მსხვილი, სტრატეგიული, ეკონომიკური და სასულიერო ცენტრი. ამაზე მეტყველებს იქ არსებული ქრისტიანული ტაძარი-დმანისის სიონი.
ზოგიერთი მეცნიერ -მკველვარის აზრით მიჩნეულია, რომ დმანისის კათედრა დაარსებულია V ს. მიწურულსა და Vს. საუკუნის დასაწყისში. 1185 წ. თბილისის მე-2 საეკლესიო კრებაზე საქართველოს შიდა იერარქიულ დიფტრიხში მოხსენიებულია დამანისელი ეპისკოპოსის VIII საუკუნის მირონკურთხევის წესში დმანისის ეპისკოპოსი იხსენიება წერემ-ქალაქელის შემდეგ და დადაშნელის წინ.
საკათედრო ტაძარი სიონი აგარაკ-ტიშირის ეპარქიის დიდ სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელიც ზგიერთი მეცნიერ-მკვლევარის აზრით განეკუთვნება VI-IX სს. უკანასკნელი გათხრები ადასტურებს, რომ ტაძარი X-IX სს. განეკუთვნება. მას მრავალჯერ განუცდია საფუძვლიანი გადაკეთება.